” ფრეგოს” საქმე, ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება” – ბიზნესომბუდსმენი

„ფრეგოს“ ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს”, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი „ფრეგოს“ დამფუძნებელს გიორგი თოფჩიშვილს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.

მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„ჩვენთვის ცნობილია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო დაწყებული საქმის შესახებ, სადაც საუბარია საგადასახადო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაზე. საქმე გაგრძელდება სასამართლოში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა გაამყარონ საკუთარი პოზიციები. აღნიშნული საქმე ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება და მსგავსი შინაარსის განცხადებები სპეკულაციურია“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მსგავსი თემები