„ფორსაჟის“ გადაღებისთვის რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამერიკული ფილმის ეპიზოდის გადაღება სწორედ თბილისში მოხდება.

„ცნობილი ამერიკული ფილმის ეპიზოდების გადაღებების საჭიროებიდან გამომდინარე, 24 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, გზის ორივე მხარეს თითო-თითო ზოლზე  ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ტრანსპორტი ორივე მიმართულებით ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას“ – აცხადებენ თბილისის მერიაში და შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდიან.

მსგავსი თემები