“ფონდი “იავნანა” აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინო და მავნებელი საჯაროდ დაისჯება” – პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდ “იავნანას“ საქმეში დაზარალებულად  კვლავ არავინ არის ცნობილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ პროკურატურისგან წერილი მიიღო.

“დღეს ფონდმა “იავნანამ” პროკურატურის წერილის კიდევ ერთი ასლი მიიღო, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად კვლავ არ არის ცნობილი. მეგობრებო, ამიხსენით, თუკი სამი წლის მანძილზე საქმეში ვერაფერს ვერ პოულობენ, მერე საიდან გაჩნდება? რაღას იძიებენ? მხოლოდ იმიტომ არ ხურავენ საქმეს, რომ ეს ფონდი კიდევ უფრო დააზიანონ? კიდევ მეტი ბოროტება, რომ ჩაიდინონ? მაინც ხომ არაფერი გამოუვათ, ფონდი “იავნანა“ ხომ აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინო და მავნებელი, ვინც ამ სისტემურ დანაშაულშია ჩართული დაისჯება საჯაროდ.

დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გვერდით დაუდგა „იავნანას“. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის სახალხო დამცველის პირველი წერილობითი მიმართვა პროკურატურის მიმართ, თუმცა, ყველა ჯერზე პასუხი უცვლელია – გამოძიება მიმდინარეობს!“, – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

მსგავსი თემები