ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 58 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა

ფოთში, მიზნობრივი კვლევების ფარგლებში კორონავირუსზე კვლევა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე 58 ნიმუშის აღება მოხდა.

„აღნიშნული კვლევა გეგმიურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იგი უკვე მეორედ ხორციელდება და გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება. ამჟამად, სულ 58 ნიმუში იქნა აღებული. იგი ,,პისიარ” ტექნოლოგიით კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციური საავამდყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა.”- განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.

მსგავსი თემები