ფოთში მოსული უხვი ნალექი საშიშ მეტეოროლოგიურ მოვლენად შეფასდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით, 2 აგვისტოს 00:45-დან 06:30სთ-მდე ფოთში ძლიერი წვიმა, ქარი და ელ-ჭექი დაფიქსირდა. ნალექსი რაოდენობა 72მმ -ი იყო, რაც დაშვებულ ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს.

​როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, ძალიან ძლიერი წვიმა და თქეში, რომლის დროსაც ნალექის რაოდენობა 30 მმ-ს აჭარბებს, საშიშ მეტეოროლოგიურ მოვლენად ითვლება.

ელექტრო ენერგიის გადამცემ სადგურზე შექმნილი ავარიული ვითარების გამო, ქალაქს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც სატუმბი სადგურების მუშაობა შეაფერხა. დაიტბორა ქუჩები, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შეაღწია. დაზარალდა მოსახლეობა.

ქალაქის მერი გოჩა კურდღელია სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო. იგი პირადად ესაუბრა დაზარალებულ მოსახლეობას. მისი თქმით, მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალის რაოდენობას ითვლის და ცალკეულ უბნებზე არსებულ ვითარებას შეისწავლის.

მსგავსი თემები