ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ფოთში, ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებული სამი პაციენტი იმყოფება.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა მხეიძემ განაცხადა, სამივე პაციენტის ანალიზი ლაბორატორიული კვლევისთვის უკვე გაგზავნილია.

„სამივე პაციენტს ავუღეთ ბიოლოგიური მასალა და გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ანალიზის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი თემები