ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

გრიპის ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში ახალგაზრდა ქალი ჰაერის მწვავე უკმარისობით დაიღუპა.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ლეფსაია აცხადებს, ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი იყო.

“ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სამედიცინო დაწესებულებებს სულ 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზებული, ოთხი შემთხვევა კი, გართულებული ფორმით გამოირჩეოდა. ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს”, – აღნიშნა ლეფსაიამ.

აღსანიშნავია, რომ კარანტინი გუშინ, სამკურნალო დაწესებულება “მცხეთის სამედიცინო ცენტრშიც” გამოაცხადეს.

მსგავსი თემები