ფოთის სანაპირო ზოლზე შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთის სანაპირო ზოლზე, ამ დროისთვის, 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

მათ ცნობით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება.

ზღვაში ბანაობა უამინდობის გამო, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე იქნება აკრძალული.

მსგავსი თემები