ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჩაჩუა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ პოზიციაზე სამსონ კუტალია აირჩიეს.

ოპოზიციის შეფასებით, ზურაბ ჩაჩუა ეკა ბესელიას გუნდის წევრია და მისი თანამდებობიდან გადაყენება სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული.

თავად ზურაბ ჩაჩუა სხდომას არ დასწრებია. დღევანდელი საკრებულოს სხდომა მედიისთვის დახურული იყო, ამის მიზეზად საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა.

მსგავსი თემები