ფინეთი და ნორვეგია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს.

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს კიბერშეტევას საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფომ უნდა დაიცვას საერთაშორისო კანონი და იყოს გარანტორი გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცისა, სადაც ძალაშია ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა“, – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე „ტვიტერში“.

მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს ნორვეგია.

„ნორვეგია იზიარებს წუხილს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა კიბერსივრცეში, ყველა სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და დაიცვას წესები, ნორმები და პრინციპები კიბერსივრცეში“, – განაცხადა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ჰელენა სანდ ადრესენმა.

მსგავსი თემები