ფილტვის ანთება, პნევმონია, თირკმლის უკმარისობა, ბრონქიტი  – „კორონავურისის“ მიმდინარეობა

„ახალი კორონავურუსის“ საპრევენციო აცრა ამ ეტაპისთვის არ არსებობს და მეცნიერები მის შექმნაზე მუშაობენ. რაც შეეხება ვირუსის მიმდინარეობას, მას „მკვლელ ვურუსს“ იმიტომ უწოდებენ, რომ  რთული ფორმებით მიმდინარეობს და რიგ შემთხვევებში ფატალურად სრულდება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პედიატრმა თამარ  ობგაიძემ განუცხადა, ინკუბაციის პერიოდი 2-დან 10 დღემდე გრძელდება, თუმცა, შესაძლებელია თუ არა ინკუბაციის პერიოდში ვირუსის გადაცემა, ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის.

„აქტუალური საკითხია, შესაძლებელია თუ არა ინკუბაციის პერიოდში ვირუსის გავრცელება.  ჯანმოს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს დადასტურებული, როგორც ეს სხვა ვირუსების პერიოდში ხდება. ამას სჭირდება პაციენტების რაოდენობა და კვლევა. ინკუბაციური პერიოდი, დაახლოებით, 2-10 დღეა. მასალის დაგროვებასთან ერთად, თუ დაავადება გავრცელდა, ეს შეიძლება შეიცვალოს და უფრო და უფრო დასუსტდეს“ – განუცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება მკურნალობას, თამარ ობგაიძის ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსის“ სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი არ არსებობს.

„სამწუხაროდ, სპეციფიკური მედიკამენტები, ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ, არ არსებობს. მედიკამენტების შექმნას წლები სჭირდება. ამიტომ, მკურნალობა სიმპტომურია. ეს ნიშნავს იმ ძირითადი კლინიკური ნიშნების მკურნალობას –  ხველა, ცხელება, სურდო. „კორონავირუსის“ თავისებურება ისა არის, რომ ის სწრაფად ვრცელდება. ბევრი შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობს. ყველა შემთხვევაში, ეს ვირუსი სიკვდილიანობას არ იწვევს. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ადრეული ასაკის ბავშვებში, ხანდაზმულ ადამიანებში და იმუნოკომპრომატირებულ ადამიანებში, იქ, სადაც იმუნოდეფიციტია“ – განაცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება გართულებებს, მისივე ინფორმაციით, „კორონავირუსი“ მიმდინარეობს  ფილტვის ანთებით, შესაძლოა, თირკმელების  უკმარისობაც,  ბრონქიტით, რაც, რიგ შემთხვევებში, იწვევს სიკვდილიანობას.

მსგავსი თემები