ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს

მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლი შეასრულა ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი. 

გელბახიანი „ევროპის საუკეთესო მსახიობი კაცის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები კი ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან. დაჯილდოვების ცერემონია 2019 წლის 7 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება. 

8 ნოემბერს გელბახიანი მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს. თბილისსა და ბათუმში კი ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები