ფილიპინებში ვულკანი ამოიფრქვა

ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 70 კმ-ის მოშორებით ვულკანი “ტაალი” ამოიფრქვა.

ვულკანური ბიძგების გააქტიურებას სეისმოლოგები ისევ ელიან, რის გამოც ქალაქიდან რვა ათასი ადამინის ევაკუაცია გახდა საჭირო. პროცესის გააქტიურების შემთხვევაში კი 200 000-მდე ადამიანის გადაყვანას სხვა ქალაქში გეგმავენ.

ფილიპინებში მდებარე ვულკანი “ტაალი” ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვულკანია მსოფლიოში.

მსგავსი თემები