„ფეხით ან მანქანით, თელავამდე მაინც ჩავალთ“ – ოპოზიციას გზა ავტობუსებით ჩაუხერგეს

სოფელ ველისციხის შესასვლელთან ოპოზიციის კოლონას გზა გადაუკეტეს და თელავისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ერეკლე მეფის ძეგლის მიმართულებით ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ოპოზიცია გზაზე ჩახერგილი პოლიციის ავტობუსის გადაწევას და სავალი გზის გაგრძელებას ცდილობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით ცდილობენ გადავიდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი.

„ესე არის ყველანაირი კანონის დარღვევა, რასაც აკეთებს ხელისუფლება ავტობუსებით ხერგავენ გზებს. ჩვენ უთხარით ამ ხალხს, რომ მივდივართ მშვიდობიანად მეტი რა უნდა გავაკეთოთ, “- აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არსებული ვითარების მიუხედავად, ფეხით ან მანქანით, ოპოზიცია თელავში მაინც ჩავა.

ერეკლე მეფის ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას აქცია აქვს დაანონსებული, გადაკეტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლებულია სპეციალური, უსაფრთხოების ღობე და მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები