“ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ, მაგრამ ჩვენი შვილების მომავლის მოკვლა სურთ” – მამუკა მდინარაძე

“ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას,”- აღნიშნული განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას” დააკისრა. 

მამუკა მდინარაძეს განცხადებით,  “ნაციონალურ მოძრაობას”, ახალგაზრდების დახმარებით, პარლამენტის შტურმით აღება და  ქვეყნის გადატრიალება სურდა.

 “ის დათხრილი თვალები, ის უბედურება რამდენიმე ადამიანის. ეს საიდან დაიწყო, ვინ მოუწოდა, ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა იმ ადამიანების აზრზე, რომ მათ პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით და რას ემსახურებოდა ეს? პარლამენტში შემოვიდოდნენ და საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდნენ თუ რას იზამდნენ? უნდოდათ ქვეყნის გადატრიალება, ხელისუფლების გადატრიალება და არავინ არ ეკიდება სკამს. ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ, მაგრამ ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან, მეტი შანსი და პოლიტიკური პერსპექტივა ამათ არ აქვთ და ასე დაამყარონ დიქტატურა მომავალში. არავის არ აინტერესებს სკამი, თორემ ათასგზის დაამტკიცა ეს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ამიტომ არიან, რომ გუშინდელს შემდეგ უფრო მეტ აგონიაში არიან და სწორედ ეს შანსი დაეკარგათ მათ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მსგავსი თემები