“ფემიციდის მაჩვენებლები რაოდენობრივად შემცირებულია” – თამარ ჩუგოშვილი

“თითოეული შემთხვევა უმძიმესი ტრაგედიაა და ყველას მეტი მოგვეთხოვება იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს მაქსიმალურად“ – ასე შეაფასა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, გასულ კვირას მომხდარი ფემიციდის ფაქტი.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ფემიციდის მაჩვენებლების რაოდენობა შემცირებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიებების წყალობით, რომელსაც პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთობლივად ატარებენ, გენდერული ძალადობის მაჩვენებლები და სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ოდესმე და ასეთი დანაშაულების და ასეთი ტრაგიკული აღსასრულის მაჩვენებლები რაოდენობრივად შემცირებულია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები