ფაშინიანი მოსახლეობის უპასუხისმგებლობით აღშფოთებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოედანზე ათობით ადამიანია შეკრებილი. 

„ეს არის ხალხის მხრიდან უპასუხისმგებლობის გამოვლინება. უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის უფროსს განკარგულება მივეცი, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებით დაინტერესდნენ“, – აცხადებს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერმა 2 დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები კოვიდ-19-ით არიან ინფიცირებულები.

მსგავსი თემები