ფარული კონვერტი მალხაზ მაჩალიკაშილის სახლში

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის, მექა ხანგოშვილის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს სახლში ფარული კონვერტი გაუგზავნეს. რა ეწერა ამ კონვერტში, ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„მაქვს ინფორმაცია და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. მაისის თვეში, შუა რიცხვების შემდეგ, ღამის 12 საათზე, მაჩალიკაშვილების ოჯახში შეაცურეს კონვერტი, სადაც დაწერილი იყო, რომ თქვენი შვილის მკვლელი არის „ეს“, ეწერა სახელი, გვარი,მობილურის ნომერი და ადგილმდებარეობა“ – განაცხადა ხანგოშვლმა „მედიაცენრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ეს იყო პროვოკაცია შვილმოკლული მამის წინააღმდეგ, მაგრამ, მაჩალიკაშვილი არ წამოეგო ამ პროვოკაციას და არ დაუწყია ამ პიროვნების ძებნა.

„მსგავსი პროვოკაცია, მის წინააღმდეგ ალიან ბევრჯერ მოხდა“ – აღნიშნა ხანგოშვილმა.

მსგავსი თემები