ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება. სხდომის დახურვის შუამდგომლობა სხდომათა დარბაზში პროკურორმა დააყენა, რადგან მისივე განცხადებით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

აღმკვეთი ღონისძიებების შესახებ ჯერჯერობით სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ცნობილია, რომ პროკურატუირა 6 ბრალდებულის მიმართ გირაოს შუამდგომლობას ითხოვს. მათ შორის არის მომღერალი გიორგი გასვიანი, რომელიც გუშინ დააკავეს, თუმცა მას გამოძიება კადრების გავრცელებას არ ედავება. რაც შეეხება 9-დან 3 დაკავებულს, მათ გამოძიება კადრების გავრცელებაში სდებს ბრალს და მათ წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. დანარჩენი რვა ბრალდებულის მიმართ კი პროკურატურას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ როდის მიმართავს მათი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს.

ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები გირაოს ქვეშ არ უნდა დარჩნენ და მათ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ნაწილი კი, დღევანდელ პროცესზე გირაოს შეამდგომლობას დააყენებს.   

შეგახსენებთ, რომ შსს-მ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, გუშინ 17 ადამიანი აიყვანა.

მსგავსი თემები