ეკა ბესერლიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებისთვის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ინფორმაციით, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მორიგი გავრცელების ფაქტზე მოზარდი დააკავეს. 

“ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დავაკავეთ მოზარდი. სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით, რადგან მიმდინარე პროცესია და სხვა საგამოძიებო პროცესებსაც ვატარებთ. მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ცნობილია აღიარებს დანაშაულს. არაფერი პირადი თემა არ ყოფილა, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ​ youtube-ზე ატვირთა”, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების ერთი თვის ვადაში დასრულებას ითხოვს. 

მსგავსი თემები