ფაროსანა საჩხერესაც შეესია

აზიური ფაროსანა საჩხერეშიც მომრავლდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მავნებელს არა მხოლოდ ეზოებში, სახლებშიც ხშირად ნახულობენ. როგორც „მთავარის“ ჟურნალისტი საჩხერიდან გვაწვდის ინფორმაციას, ეზოებში დამონტაჟებული ფერომონების მიუხედავად, ფაროსანა მწვანე ნარგავებზე საკმაოდ ბევრია.

„კიტრზე, პომიდორზე, ბადრიჯანზე და თითქმის ყველა ბოსტნეულზე ფაროსანაა. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, რადგანაც, სახლებშიც შემოდის. ძილის წინ ვამოწმებთ ხოლმე ოთახებს და ძირითადად ფანჯარასა და ფარდებზე ვპოულობთ. ფერომონი კი არის დამონტაჟებული და გვითხრეს, მავნებელს 2 კილომეტრის რადიუსში იზიდავსო, თუმცა, იქ ფაროსანა არ არის, სახლებსა და ეზოებში კი ბევრია“, – განუცხადეს ადგილობრივებმა „მთავარს“.

მათივე ინფორმაციით, ფერომონებს ამოწმებენ კიდეც. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივნა გვითხრა, მათ ფაროსანას შესახებ შესაბამის უწყებასაც აცნობეს, თუმცა, უთხრეს, რომ „ეს“ ფაროსანა არ არის.

„დავრეკეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია ფაროსანას შესახებ. მოვიდნენ, ნახეს და გვითხრეს, ეს ფაროსანა არ არისო. არადა ნამდვილად ფაროსანაა. სურათებიც გვინახავს და ზუსტად იგივეა, რაც სურათებში. სუნსაც გამოსცემს. ვიჭერთ, ვაგროვებთ და ქაფიან წყალში ვყრით. სხვა რა ვქნათ, არ ვიცით,“ – აცხადებენ ადგილობრივები

მსგავსი თემები