„უდანაშაულო მშობლებს ბრალის აღიარებას სთხოვენ“ – “ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე დაკავებულების ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

ბევრი საქმე მინახავს სადაც საპროცესო მოთხოვნებია დარღვეული, მაგრამ, რაც ამ საქმეში არის დარღვეული იშვიათად,- ამის შესახებ „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა.

ონიანის ინფორმაციით ბრალდების მხარე ცდლობს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ უდანაშაულოდ დაკავებულების მიმართ გათავისუფლებულებს ჩვენებები მიაცემინონ.

„თავად ბრალის ფორმულირება არის შეუსაბამობაში. იყო ასეთი ფაქტიც, დაპატიმრებულს, თურმე შეუძლია მივიდეს პოლიციაში გა გაეცნოს მასალებს, დაკავებული ქალბატონი გავიდა ციხიდან და პოლიციაში გაეცნო საქმეს.

საინტერესოა, რომ პირველსავე დღეს ჩვენი პროცესის შეტანილი იყო განაცხადი საპროცესო შეთანხმებაზე, რაც არ იცოდა თავად ბრალდებულმაც კი.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და სხვა მშობლების მიმართ არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს. არის მხოლოდ ერთი მიზანი, ის, რომ ესენი არიან ქალბატონები, ბავშვების პატრონები და მიდის მათზე ზეწოლა, რათა ვერ გაუძლონ ციხეს და აღიარონ, რაც არ ჩაუდენიათ, ამის შემდეგ იძულებულები გახადონ მოაწერონ საპროცესო შეთანხმებას ხელი.

ეს არის ზეწოლა ბრალდების მხარის მხრიდან. ის გარემოება, რომ ზემოქმედება მოეხდინათ მოწმეებზე გაუგებარია.

ამ საქმეში მტკიცებულება არ არის და მიდის ზეწოლა ორნიზატორებზე, რომლებსაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ საერთოდ არ აქვთ მიცემული ჩვენება და ახლა ალბათ თავისუფლების სანაცვლოდ გააკეთებენ ამას. შეიძლება ვიღაც ამ საქმით პრემიებს მიიღებს, მაგრამ ყველამ უნდა ჩაიხედოს სინდისში. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი არის უდანაშაულო და იძულებულს ხდი გაგიფორმოს საპროცესო.

ასევე იყო ასეთი ფაქტიც, მიდის 9 წლის ბავშვის დაკითხვა და არავის არ აქვს უფლება წარმომადგენლის გარეშე დაელაპარაკოს ბავშვს, ჩვენ ველოდები, რომ ამ საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ძალიან ძნელია ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებიც მართლები არიან აღიარონ ის, რაც არ ჩაუდენიათ,“ – განაცხადა გიორგი ონიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები