უსაფრთხოება და არა შიში – საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, კამპანია წამოიწყო (ფოტოები)

საქართველოს პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში კამპანია – #SafetynotFear! (უსაფრთხოება და არა შიში) დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულია ფოტოები, რომლებშიც ის ავტობუსით მგზავრობის დროს არის დაფიქსირებული. მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია.

„მოდით, გავავრცელოთ #SafetynotFear! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“.

მსგავსი თემები