უხანში 30 მოქალაქე ჩარჩა – მათ თვითმფრინავს ვერ მიუსწრეს

მალაიზიის 30-მა მოქალაქემ მათი ევაკუაციისთვის უხანში გაგზავნილ თვითმფრინავს ვერ მიუსწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მალაიზიის მთავრობა ავრცელებს.

„ამის მიზეზი ლოგისტიკური პრობლემებია, რომელიც ხუბეის პროვინციაში გაჩნდა. მალაიზიელების ნაწილი აეროპორტამდე ვერ მივიდა“, – ნათქვამია მალაიზიის მთავრობის განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის გამო, მალაიზია ჩინეთიდან 167 ადამიანის ევაკუაციას გეგმავდა, თუმცა კუალა-ლუმპურში მხოლოდ ნაწილი დაბრუნდა. ისინი კარანტინში არიან მოთავსებული.

ამასთან, მალაიზიაში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი თემები