უხანში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის მეორე საავადმყოფო ააშენეს

უხანში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის მეორე საავადმყოფო ააშენეს. შენობას ოფიციალურად დღეს გახსნიან. 

“სიენენის” ცნობით, საავადმყოფო 1600 საწოლითაა აღჭურვილი. შენობაში 2 000 ექიმი იმუშავებს.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 565-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 1153 პირი. დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.

მსგავსი თემები