“უცხოელები, შოკში არიან იმ კადრებით, სადაც პოლიტიკოსები ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ” – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრის განცხადებები, დამატებით შეფასებებს არ საჭიროებს. მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ, სახელმწიფო ინსტიტუტებში შეჭრას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის იმის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი, რომ პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ახლა შეხვედრა, უცხოელებთან და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არის, როდესაც ხედავენ და თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ეს არის, ნებისმიერი ცივილიზებული განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის, სრულიად შოკისმომგვრელი,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

მსგავსი თემები