“უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, არ ჩამოვა” – თენგიზ ცერცვაძე

“უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ გავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ვიცი, სახელმწიფო სტრუქტურები ფიქრობენ, რომ რეგულაციების ოქროს სტანდარტი იპოვონ. ერთი მხრივ, ისეთი რეგულაციები უნდა შემოიღონ, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მეორე მხრივ, არ დაუკარგოს ტურისტს შემოსვლის არ დაუკარგოს, რადგან ძალიან მკაცრი რეგულაციები თუ დაუწესე, არ შემოვა ტურისტი, ან არ დაუკარგოს აქედან გასვლის სურვილი.

მიმაჩნია, რომ არ უნდა იქნას საკარანტინო ზომები. უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ გავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად. კარანტინი არ არის საჭირო, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოს ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ: პირბადეების ტარება, ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და რაც მთავარია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სტრუქტურების მუშაობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კლინიკური სექტორი მზად არის, მიიღოს და წარმატებით უმკურნალოს პაციენტების იმაზე გაცილებით დიდ რაოდენობას, ვიდრე ქვეყანას გვყავდა.

„ახლა ჩვენი კოვიდცენტრები სანახევროდ კი არა, დაცლილია ფაქტობრივად, ცარიელია, ოთხმაგი, ხუთმაგი რეზერვი გვაქვს ჩვენ ავადმყოფების გატარების“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები