ურკაინაში “კორონავირუსი“ დაფიქსირდა

„კორონავირუსის“ შემთხვევა კიევშიც დაფიქსირდა. კიევის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს ის ვირუსი არ არის, რომელიც ჩინეთშია და სხვა ტიპს მიეკუთვნება.

„მედიაცენტრი მთავარი“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც უკრაინაში დაფიქსირებული კორონავირუსის ე.წ. ჩინურ კორონავირუსთან კავშირი გამორიცხეს.

„ეს ის „ახალი კორონავირუსი“ არ არის, რომელიც ჩინეთშია დაფიქსირებული. ეს არის ჩვეულებრივი გრიპის მაგვარი ერთ-ერთი ვირუსი, რომელიც საქართველოშიც ფიქსირდება. ამ „კორონავურუსს“ ჩინეთში გავრცელებულ „ახალ კორონავირუსთან“ კავშირი არ აქვს“ – განუცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცნტრ მთავარს“.

მსგავსი თემები