“უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩარევას ცდილობენ” – პრემიერის პრესსპიკერი

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩარევას ცდილობენ და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ქვეყანაში სიტყვისს გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია.

“ჩვენს ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუ რომელიმე ეს უფლება ცდება საკანონმდებლო ჩარჩოს სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ამ ემოციურ ფონზე საკუთარი ინტერესებისთვის მათ გამოყენებას, ეს არის ძალიან ცუდი,” – განახადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები