„უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები“ ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც დღეს თსუ-ში სტუდენტები წარადგენენ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა მულტიმედია ცენტრის ბაზაზე ფილმი გადაიღეს. როგორც ტელემედიის ხელმძღვანელმა თამარ ბელქანიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ფილმი 31 წუთიანია, პროექტი კი საქართველოს ისტორიის უცნობ ფრაგმენტების აღმოჩენას გულისხმობს.

“პროექტი გულისხმობს საქართველოს ისტორიის უცნობი ფრაგმენტების აღმოჩენას, მოძიებას, შესწავლასა და მის ფილმად გადაღებას. ეს პროექტის პირველი ნაწილია. სტუდენტებმა მოიძიეს ის უცნობი ისტორიები, რომლებიც შესაძლოა საზოგადოებისათვის არა მხოლოდ უცნობი გარკვეულწილად შოკის მომგვრელიც კი იყოს. პირველი ნაწილი, ინგლისური სუბტიტრებითაა აწყობილი, რადგან ის განკუთვნილია არა მხოლოდ ქართული აუდიტორიისათვის და შეეხება უნივერსიტეტის დაარსებას, დამფუძნებელი კრების შექმნას, ქალთა როლს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში, უნივერსიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუციების შექმნას”.

ბელქანიას ინფორმაციით, საგულისხმოა, რომ პროექტის ყველა პოზიციაზე, ეს იქნება ჟურნალისტი თუ ფილმის რეჟისურა – მონტაჟი, მხოლოდ სტუდენტები მონაწილეობდნენ.

პროექტი, მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, ჯერ კიდევ მედიასკოლაში მიიღონ ის გამოცდილება, რომელიც პრაქტიკულ ჟურნალისტიკას თეორიაზე აფუძნებს. პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტი ამ ფილმის ავტორია.

ფილმი, 1 აგვისტოს, დღეს 15:00 საათზე, თსუ პირველ კორპუსში, ივ ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაშია დაგეგმილი. მისი ჩვენება, შემოდგომაზე, ევროპაში, კერძოდ კი ვარშავაშია დაგეგმილი.

მსგავსი თემები