“უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით ყველას უნდა ახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განაცხადოს, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხდა, სადაც 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

„102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდეგ თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი სახელები. საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის მათი დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო და დღეს საქართველოს ჯარს ამ მისიის, ამ ფუნქციის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები