“უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა” – საპატრიარქო

სინოდი სახლემწიფოს მიმართავს და დემოგრაფიისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას ელის. „საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისისთ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანას მართებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მდგომარეობის გამოსასწორებლად“  –  ვკითხულობთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმში.

საპატრიარქო უმნიშვნელოვანეს პირობად  ისეთი პროგრამების დროულად განხორციელებას ითხოვს,  რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას.

„უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მათ შორის შერჩევითი აბორტისა. გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის. გამორჩეული ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი თემები