უნარების ტესტები შესაძლოა, აბიტურიენტებმა, საგნობრივ ნაწილში ჩააბარონ – მიხეილ ბატიაშვილი

აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების ტესტები შესაძლოა, არა ცალკე, არამედ საგნობრივ ნაწილში ჩააბარონ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ტელეიმედის ეთერში განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზოგადი უნარების გამოცდამ ვერ გაამართლა და რადგან ეს საგანი სკოლებში არ ისწავლება, აბიტურიენტი იძულებულია, კერძო რეპეტიტორთან მოემზადოს. მისივე თქმით, რეგიონებისა და თბილისის სკოლის მოსწავლეთა შორის, ზოგადი უნარების ტესტებში ქულათა დიდი სხვაობა იყო.

„თვითონ საგნობრივ ნაწილში, როგორც მეთემატიკაში, ასევე ქართულში, შესაძლებელია საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარებზე, როგორც ცალკეულ საგამოცდო ნაწილზე, უარს ვამბობთ, მაგრამ საგნობრივ ნაწილში ეს დარჩება. სადაც აბიტურიენტი შეძლებს, საგანთან ერთად, გამოავლინოს თავისი უნარები, იგივე მათემატიკის კუთხით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.  

მსგავსი თემები