„უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება და გაიზრდება“ – როგორ ანგრევს ვირუსი მსოფლიოს?!

„უდავოა, რომ მსოფლიო მძიმე ეკონომიური რეცესიის ზღვარზეა. სინამდვილეში, საბანკო ბირჟებზე უკვე დიდი ეკონომიური  და საფინანსო კრიზისის საკმაოდ მძიმე  კარდიოგრამას ვხედავთ. ამის მიზეზია თვეების განმავლობაში გაჩერებული ეკონომიკური ბრუნვა. მსოფლიო ეკონომიკა უკვე რეცესიის ყველა სიმპტომებით დაავადდა“ – აცხადებს პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა,  გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი ელიკო წიკლაური/ლამმიხი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

რესპონდენტის შეფასებით, ნავთობის ფასის დაცემა მსოფლიო ეკონომიკისთვის ასევე უდიდესი დარტყმა იქნება.

„ფასიანი ქაღალდები გაიაფდა, აქციებმა თითქმის 2008 წლის ეკონომიური კრიზისის დონემდე ჩამოვარდა. ნავთობის ფასი განახევრდა და როგორც საინფორმაციო სააგენტო Bloomberg ი იუწყება, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გარკვეული დროის შეუთანხმებლობა ნავთობის მოპოვებისა  ოდენობაზე, რამდენიმე დღის წინ იმით დამთავრდა, რომ,  OPEC (ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გაერთიანება)ნავთობის კიდევ უფრო გაიაფების თავიდან ასაცილებლად, მისი მოპოვება თითქმის განახევრდა. ასევე, ამერიკელები დიდ ინვესტიციებს დებდნენ ე.წ. ფიქლის თიხოვან [Shale Oil] ნავთობში, მაგრამ თუკი ჩვეულებრივი ნავთობის ფასი 40 დოლარზე ნაკლები იქნება, ამ ტიპის ნავთობის მოპოვებაც მომგებიანი  აღარ იქნება. Rosneft Trading-თვითღირებულების ინდექსი მესამედით შემცირდა. როგორც ამბობენ რუსეთი  უკვე ასევე უარს  ვენესუელიდან ნავთობის გატანაზეც“ – განუცხადა ელიკო წიკლაური/ლამმიხმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც უკვე სახეზეა, პროფესორის შეფასებით, შემდეგია:  

„მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება და კვლავაც გაიზრდება. გაიზრდება დროებით დასაქმებულთა რიცხვი, რაც დასაქმებულთა შრომის უფლებებზე ნეგატიურ მოვლენას მოახდენს. როგორც დღესდღეობით, ასევე მომავალშიც გაჩნდება მრავალი სამართლებრივი პრობლემები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ამ საკითხებს დაწვრილებით მომავალ წერილში შევეხებით. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან წვრილი და საშუალო საწარმოები, გაიზრდება მათი კრედიტების გადაუხდელობის რისკები, სწორედ ქვეყნის ეკონომიკის ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი სეგმენტის შემცირება სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას“ – განუცხადა ელიკო წიკლაური/ლამმიხმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები