უმრავლესობის სხდომა მოძრაობა “შეცვალეს” აქციის ფონზე მიმდინარეობს

სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალე”, “ქართული ოცნების” ოფისთან, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის წევრებისთვის “სირცხვილის კორიდორის” მოწყობას აპირებენ.

სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისში ამ დრომდე მიმდინარეობს უმრავლესობის სხდომა.

მსგავსი თემები