“უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკონონ” – მამუკა მდინარაძე

“ხალხი, რომელიც დაიპარება ქუჩებში, სხვას აბრალებენ ამას” – ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენელებს მიმართა, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ.

მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომების ჩანიშვნა ხდება საქმიანი მიზნით და არავის ემალებიან.

“2012 წლის შემდეგ ესენი დაიპარებიან, ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად და ცოტა დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ. უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკონონ მერე. დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ. ეს ჩვეული სტილია, გავიგე, გასასაგებია. უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა და საქმეზე საუბარი არ ნიშნავს სადღაც შეპარვას,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები