“უმრავლესობა დგას მყარად და დაშლის საფრთხე არ ემუქრება” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ამ პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავა

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის დაშლის საფრთხე, მიუხედავთ განსხვაბული მოსაზრებებისა არ არსებობს.

“არ დაგიდასტურებთ დაპირისპირებას. ესაა ჯანსაღი კამათი. მიხეილ ყაველაშვილს დაჩი ბერაიას, დიმიტრი ხუნდაძე, გოგა გულორდავას აქვთ უფლება, რომ ილაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, მეორე საკითხია ჩვენ ამას დავეთანხმებით თუ არა. პროპორციული სისტემა ამ ქვეყნისთვის არის კარგი, საპირისპირო სისტემაზე ვფიქრობ არც კი უნდა ვისაუბროთ. საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს როცა ეს შეეხება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. 2024 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით. რა ოცნებაც არ შეუსრულდება “ნაც მოძრაობას” და მის სატელიტებს, არის ის, რომ უმრავლესობა არ დაიშლება. ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა დგას მყარად და შიდა განსხვავების მიუხედავათ, დაშლის საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები