„უმრავლესობა გადასულია თავის მართლების რეჟიმში, რაც „კონსერვეტორებისთვის“ მიუღებელია“ – გიგა ბუკია

საპარლამენტო უმარავლესობაში შემავალი „კოსერვატორები“, რომლებმაც მმართველი გუნდი დატოვეს, აცხადებენ, რომ რადიკალიზაცია მათთვის მისაღები არ არის და ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს.

„ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო. “კონსერვატორები” როგორ გავაგრძელებთ მოღვაწეობას, პარტიის შიგნით ჩამოვყალიბდებით. დღეს, უმრავლესობა თავის მართლების რეჟიმშია გადასული. „კონსერვატორებს“ არასდროს  ვყოფილვართ ამ რეჟიმში და არც ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება უმრავლესობა დატოვებაზე. მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ჩვენ ვერ დავუჭერ მხარს ისეთ ცვლილებებს, რომელიც  კანონთან შესაბამისობაში არ არის. ყველა ცვლილება უნდა იყო კონსტიტუციასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა გიგა ბუკიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, უმრავლესობაც და ოპოზიციაც ურთულეს მდგომარეობაშია.

„ურთულეს მდგომარეობაშია როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია. ჩვენ მხარს ვუჭერდით პროპორციულ სისტემაზე გადასვლას იმიტომ, რომ ყველა საარჩევნო მოდელი რომელიც ქვეყანაში იყო, ყოველთვის დაპირისპირების და რევოლუციური სცენარის ხელშემწყობ პროცესად იყო ცნობილი. პროპორციული სისტემით არჩეული ძალები იძულებულნი იქნებოდნენ, ერთმანეთში ჰქონოდათ კონსენსუსი და რევოლუციური სცენარი ვერ იქნებოდა განხორციელებადი. ამიტომ, ეს მოდელი სტაბილურობას ხელს შეუწყობდა.  სტაბილურობას ხელს შეუწყობდა. ის სიტუაცია რომელშიც დღეს ვართ, „კონსერვატორებისთვის“ მიუღებელია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მთავარი – მივიდეთ მშვიდობიანად არჩევნებამდე. რადიკალიზაცია არაა ჩვენთვის მისაღები, რადგან ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას” და დღეს არსებულ უმრავლესობას“ – განაცხადა გიგა ბუკიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, „კონსერვატორემბა“ საპარლამენტო უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მსგავსი თემები