უმრავლესობამ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობამ, პარლამენტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი მიმართვის შესახებ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარედ კანდიდატურის არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდება. საკითხი ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ კენჭსაყრელ საკითხებს დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი ზოიძემ თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები