უკრაინის პრეზიდენტი საომარი მდგომარეობის შემოღებას ითხოვს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას ითხოვს. ამ ყველაფრის მიზეზი კი რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის სამხედრო გემებზე შეტევა გახდა. უკრაინის სამხედრო საზღვაო გებემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი „ბერდიანსკი“ და „ნიკოპოლი“ ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდა. ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი „იან კაპუ“.

უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური. მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას. უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა და ევროკავშირმა უკვე გაავრცელა.

„ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინის პორტებზე აზოვის ზღვაში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ – ვკითხულობთ ალიანსის განცხადებაში.

ევროკავშირი კი რუსეთს ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების აღდგენისკენ მოუწეოდებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმო კანადამაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს დაკავებული გემების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანიც ეხმაურება.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის“ – წერია დავით ზალკალიანის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები