“უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს” – წერს პრეზიდენტი პოროშენკო ქართულად

„გრუზიას“ ნაცვლად „საქართველო“ – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშნკოს ინიციატივას უკრაინელების დიდი მხარდაჭერა მოყვა. პოროშენკო ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავს, საქართველოსთან ავიარეისები გააიაფოს. ასევე, მიმართავს საგარეო უწყებას  ოფიციალურ დოკუმენტებში „გრუზია“ „საქართველომ“ შეცვალოს.

პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისაც ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ უკრაინელებმა ქართველები არ უნდა მიატოვონ.

„მოსკოვის სურვილია, ეკონომიკურად შეასუსტოს საქართველო, რომ  ავიამიმოსვლა და საქართველოს ტურიზმის სექტორს დაარტყას. უკრაინელებმა არ უნდა დატოვონ გაჭირვებაში ქართველი ძმები.  მოვუწოდებ უკრაინელებს, რომ დაისვენონ უკრაინაში, მაგრამ,  ვინც აპირებს საზღვარგარეთ გასვლას, რეკომენდაციას ვაძლევ, საქართველოში წავიდნენ. მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, ამ პერიოდში გააიაფონ მოსაკრებლები უკრაინა-საქართველო-უკრაინის ავიარეისებზე“, – აცხადებს პოროშენკო, რომელიც სოციალურ ქსელში ქართულად შემდეგ სიტყვებს წერს: “უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს”.

მსგავსი თემები