უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილი 71 წლის ქალი ჟიტომირის ოლქის მცხოვრები იყო, რომელიც 12 მარტს გადაიყვანეს კლინიკაში.

ამჟამად ექიმების მეთალყურეობის ქვეშ იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე ის პირები, ვისთანაც დაავადებულს ჰქონდა კონტაქტი.

უკრაინაში კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული.

მსგავსი თემები