უკრაინაში თურქეთიდან შეტანილი კორონავირუსის ყალბი ტესტები ამოიღეს

უკრაინაში თურქეთიდან შეტანილი კორონავირუსის ყალბი ტესტები ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს უკრაინაში უხარისხო პრეპარატები და კორონავირუსის ყალბი სწრაფი ტესტები შეჰქონდათ. უწყების განცხადებით, დამნაშავეები ონკოპრეპარატებს და ექსპრეს-ტესტებს პირდაპირ კლიენტებზე ყიდდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებულია 1 მილიონი გრივნის (35 ათასი დოლარი) ღირებულების მედიკამენტები და ტესტები.

მსგავსი თემები