“უკრაინამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა” – უკრაინული მედია

უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის კანდიდატურა უკან გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Цензор.нет-ის ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სააკაშვილის დანიშვნის საკითხი დაბლოკილია და გაურკვეველია განიხილება თუ არა საერთოდ“, – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს უკრაინის პარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მსგავსი თემები