უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა პარლამენტის წინაშე ფიცი დადეს (ვიდეო)

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი პარლამენტის წინაშე მანტიებში შემოსილებმა დადეს.

ფიცის დასადებად პარლამენტის ტრიბუნაზე გამოვიდნენ ლალი ფაფიაშვილი, შალვა თადუმაძე, ქეთევან ცინცაძე, მამუკა ვასაძე, ალექსანდრე წულაძე. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკავაძის განმარტებით, კანონის თანახმად, სხვა წევრებს ფიცის დადება არ ევალებოდათ, რადგან ისინი უკვე მოსამართლეებად მუშაობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მსგავსი თემები