“უამრავი დასნეულებული პაციენტი უნდა გვყავდეს, მაგრამ საბედნიეროდ, არ გვყავს – ამას რაღაც ფაქტორი განაპირობებს” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსი სხვადასხვა გენოტიპში, სხვადასხვა ფენოტიპურ გამოვლინებებს იწყებს.

ლევან რატიანის ვარაუდით, ჩვენი გენეტიკა აქტიურია და სწორედ ეს შეიძლება იყოს მიზეზი ქვეყანაში ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის.

„არსებობს გეოგრაფია და ამ გეოგრაფიის ფარგლებში მცხოვრები ადამიანები. სხვადასხვა გარემოზე ვართ ადაპტირებული. სწორედ ესაა ორგანიზმის მდგრადობის გამოვლინება. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გენეტიკა ადრენალდამოკიდებულია, ანუ მოდუნებულები კი არა, აქტიურები ვართ. შესაძლებელია, ესეც განაპირობებდეს ჩვენს ქვეყანაში ვირუსზე ასეთ გამოვლინებას.

ახლა ჩვენ ვართ პიკის ეტაპზე, უამრავი დასნეულებული პაციენტი უნდა გვყავდეს, მაგრამ საბედნიეროდ, არ გვყავს – ამას რაღაც ფაქტორი განაპირობებს, რომელიც არ ვიცით და აუცილებლად გვეცოდინება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები