ტყიბულში, მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს – შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩასვლამ ტყიბულში და მეშახტეებთან შეხვედრამ შედეგი გამოიღო, აქცია შეწყდა.

ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან ინვესტორი კომპანია არსებული ვითარების შესწავლასა და საქმიანობას დაიწყებს, გადაიბარებს საქნახშირის ვალდებულებებს. 30 სექტემბრიდან კი, სახელფასო დავალიანებას დაფარავენ. 

სახელფასო დავალიანების გასტუმრებასთან ერთად, მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ ეს კომუნალურ გადასახადებს შეამცირებს და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტყიბულში გაემგზავრა, სადაც ​მეშახტეების საპროტესტო აქცია მესამე დღეა გრძელდებოდა. პროტესტის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა.

მსგავსი თემები