ტყიბულის ტრაგედიასთან დაკავშირებით 16 ივლისს გლოვა გამოცხადდა

ტყიბულში, მიდელის სახელობის შახტში დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ამასთან დაკავშირებით განკარგულება ქვეყის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამოსცა.

“მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების დასრულებამდე  ტყიბულის შახტა დაიხურება.

მსგავსი თემები