ტყვია ბავშვების ორგანიზამში – კვლევის პრეზენტაცია

პირველი, მასშტაბური და მრავალინდიკატორული კვლევით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ჩატარდა, ბავშვებში ტყვიის შემცველობა მომატებულია. კერძოდ, 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირე, 16%-ს კი შედარებით მაღალი მატება უფიქსირდება.

კვლევის შედეგები საქართველოში იტალიიდან გამოიგზავნა. კვლევის პრეზენტაცია დღეს მოხდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, სულ, საქართველოს მასშტაბით, სისხლის ნიმუში, 2-7 წლამდე ასაკიას 1578 ბავშვს აუღეს.

„კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში, ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს“, – აცხადებენ დაავადები კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში.

მსგავსი თემები