“ტყე არ იკეტება, მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება” – ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

“ისტორიული ფაქტებიც გვახსოვს და სინამდვილეც არსებობს, რომ ტყე ეკლესიამ შეინარჩუნა, დღეს ეს ნაბიჯი ვფიქრობ, რომ კარგია, ტყე არ იკეტება, ოღონდ მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება”, – განაცხდა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ტყეების მართვის კანონში რეგულაციების საკითხთან დაკავშირებით.

„ეს არაა მხოლოდ ეკლესიებზე გადასაცემი ტერიტორიების კანონი, ესაა ზოგადად ტყის მართვის კანონი. აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო კანონმდებელი თვლის, რომ ერთობლივად შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიაზე გადაცემული ტყეები იქნება უტყუარად დაზიანებული ან აკრძალვის ზონები, მინდა გავიხსენო, რომ მსოფლიოშიც და საქართველოშიც არსებობს ასეთი რეგულაციები, რომელიც იძლევა ტყეში თავისუფლად დასვენების საშუალებას. საგანგებოდ არის გამოყოფილი საპიკნიკე, კარვის გასაშლელი და მანქანის გასაჩერებელი ადგილები“, განმარტა მეუფემ და აღნიშნულთან დაკავშირებით მაგალითისთვის მოიყვანა 2006 და 2010 წელს ალავერდის ეპარქიისთვის გადაცემული შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის და ალაზნის ჭალის ტყის ნაწილის მდგომარეობა. მეუფის შეფასებით, ეს ტერიტორიები გადაურჩა განადგურებას”, – განაცხადა მეუფემ.

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გარკვეული მასივების გადაცემასაც ითვალისწინებს.

მსგავსი თემები